|
2019-05-15 10:41:03, 1023 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: საქართველოსთან ერთად ევროპაც უფრო ძლიერია
საქართველოსთან ერთად ევროპაც უფრო ძლიერია და ჩვენი ქვეყნის წარმატება თქვენი წარმატებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თემატურ დისკუსიაზე - "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი განვითარებისკენ" განაცხადა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. პრემიერმა საუბრისას ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. "წლებია, ვსაუბრობთ გზავნილზე, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელია მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და სისტემის შექმნა ევროკავშირში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ერთად ევროკავშირიც უფრო ძლიერი იქნება, ევროპული საწარმოები თავისუფლად შეძლებენ ჩვენს რეგიონში საქმიანობის წარმოებას. ეს მასშტაბი სცილდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ამიტომ დღევანდელ დღეს ჩემი გზავნილი ასეთია - ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება და ახლა უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს სხვა დიად იდეას მივცეთ დასაბამი - ისეთივეს, როგორიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა იყო 10 წლის წინ. ახლა უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და განსაკუთრებით ჩემი ერი მზადაა, წინ დიდი ნაბიჯებით იაროს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)