|
2019-05-14 13:19:03, 1171 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი ნოდარ ხადურს პარლამენტში იბარებს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშილი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, ნოდარ ხადურს პარლამენტში იბარებს. დეპუტატის განცხადებით, საქმე ეხება დედაქალაქში არსებულ გარერეკლამებს, რომელზეც ერთ-ერთ კომპანიას მონოპოლია აქვს. „ჩემი განცხადება ეხება თბილისში, გარერეკლამის მონოპოლიას 20 წლის განმავლობაში, როგორც ბილბორდებს, ასევე მეტროებს, ტაქსებს, ლაითბოქსებს, ავტობუსებზე გასათავსებელ რეკლამას. აქ არის ერთი დეტალი მნიშვნელოვანი, რომელმაც უნდა მიიქციოს კონკურენციის სააგენტოს ყურადღება. ეს ის ჯგუფია ბატონო ირაკლი, რომელსაც თქვენ ლობირებდით იმისთვის, რომ აზარტული თამაშების რეკლამა ჩავარდნილიყო, ეს ის ჯგუფია, რომელსაც სავარაუდოდ ლობიერბს ქალაქის მერია, რომელმაც ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე, მას მისცა 20 წლიანი მონოპოლია, რომ განათავსოს რეკლამები, თითქოს ვიღაცას რაღაც ეკუთნოდეს ან მემკვიდრეობთ ჰქონდეს მიღებული. მაშინ, როდესაც მერიას არ აქვს ინფორმაცია, რამდენი კვადრატული გარერეკლამა არის ზოგადად ქალაქში და სავარაუდოდ, ხდება ძალიან დიდი თანხების ბიუჯეტისთვის დამალვა. მინდა ვისარგებლო ამ ტრიბუნით და მივმართო კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბატონ ნოდარ ხადურს და ვთხოვო მას მობრძანდეს პარლამენტში. ბუნებრივია, სასურველი იქნება ეს იყოს ეკონომიკის კომიტეტი, იმიტომ რომ ფუნქციურად მაინც ეკონომიკის კომიტეტს ეკუთვნის. თუ ის უარს განაცხადებს, შეგვიძლია ნებისმიერ ფორმატში მას დაველაპარაკოთ და მოვითხოვოთ რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)