|
2019-05-14 12:53:02, 1235 ნახვა
საზოგადოება
N74 ბაგა-ბაღში ახალი პროექტის - „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის N74 საჯარო ბაგა-ბაღში პროექტის - „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ. პროექტი რომელიც ცენტრ „თანადგომის“ მიერ განხორციელდა, მოიცავდა ტრენინგებსა და პრაქტიკულ მუშაობას ბავშვებთან და შემდგომ, დამოუკიდებლად მუშაობის მონიტორინგს. გაწეული სამუშაოს ამსახველი პრეზენტაცია პროექტის ხელძღვანელმა, ცენტრის დამფუძნებელმა ნანა გეგელიშვილმა წარმოადგინა და საბავშვო ბაღს პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადასცა. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ნეიროპლასტიურობა სამომავლოდ საერთო სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიაში დაინერგება. „ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად საბავშვო ბაღებში იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავნერგოთ ბავშვის განვითარების თანამედროვე მიდგომები ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში. ნეიროპლასტიურობა არის ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული ახალი სასწავლო მეთოდოლოგია, რაც 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი და მათ სწორ, სწრაფ და ეფექტურ განვითარებას ისახავს მიზნად. ამჯერად პროექტი საპილოტე იყო, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მისი ინტეგრირება საერთო მეთოდოლოგიაში“, - განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა თამარ ტალიაშვილმაც. კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ნეიროპლასტიურობა განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ტრენინგ-მოდულშიც არის გათვალისწინებული და სამომავლოდ, ის ჩვეულებრივ სააღმზრდელო პროცესის ნაწილი გახდება. პრეზენტაციის გარდა, ღონისძიების ფარგლებში ბაღის აღსაზრდელებმა ის აქტივობები წარმოადგინეს, რაც ამ მეთოდოლოგიით არის გათვალისწინებული. სპეციალურად ამ პროექტისათვის, საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ბაღის ეზო სახალისო თამაშებისათვის მოხატა.
(NS)
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)