06:36 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 14:59:56, 1000 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ფეხით სავალი ბილიკები და გარე განათების სისტემა. ასევე, დაირგო სხვადასხვა სახის მცენარეები, ჰიდროთესვის პრინციპით, დაითესა ბალახი და სარწყავი სისტემა მოეწყო.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„ჩიქოვანის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა. აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე გამოვიდა და მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება. ამ დროისთვის, სკვერების რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები, რომლის ღირებულება 119 362 ლარს შეადგენს, კომპანია „გრინსერვისი+“-მა განახორციელა.

ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში, სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია დამატებით, შვიდ მისამართზე მიმდინარეობს.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics