|
2019-05-06 16:03:52, 1353 ნახვა
პოლიტიკა
კობერიძე: ეტყობა ქობულიას არ აუხსნეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ინიშნებოდა მინისტრად
ალბათ, ქობულიას არ აუხსნეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ინიშნებოდა მინისტრად - გაუგებარია, სად იყო მისული ქობულია და ვისთან ლაპარაკობდა, თუ არა პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქობულიას ჯერ კიდევ აქვს საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა. „სადაც ის ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ცდილობდა გარკვეული გეგმების და ხედვების შეჯერებას, ეს მისი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წევრის ეს ნაწილი გასაგებია, მაგრამ მგონი, კარგად არ აუხსნეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ინიშნებოდა ის მინისტრად და ეტყობა უთხრეს, რომ პარლამენტი ცუდი ადგილია, ცუდი ბიჭები არიან იქ და გააფუჭებენ, არ უნდა გაიაროს მათთან ახლოს. ჩემთან გაუგებარია, სად დადიან ეს მინისტრები, სად იყო მისული და ვისთან ლაპარაკობდა, თუ არა პარლამენტში. პირველ რიგში, პარლამენტში უნდა მოსულიყო, რომ ჩვენ ახლა მკაფიოდ გვცოდნოდა, თუ რა ხედვები ჰქონდა, შესაბამისად, ბარიერებზე თუ საჭირო იქნებოდა, ჩვენი თანადგომა და დახმარება ექნებოდა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)