12:49 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 12:45:22, 1358 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: საქართველო იქნება დუბაი და სინგაპური დემოკრატიული ელფერით - აქ დიდი გეგმები მაქვს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოში დიდი გეგმები აქვს. 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო განვითარების ახალ გზაზე უნდა გადავიდეს. 

„საქართველოში დიდი გეგმები მაქვს. საერთოდაც მგონია, რომ საქართველო გადასარჩენია. მე ახლა ყველა ქართველი ემიგრანტის კონსოლიდირებას ვახდენ მთელ მსოფლიოში. წინ დიდი ყრილობა გვაქვს მიუნხენში და ჩვენ დავიწყებთ საქართველოს გადარჩენას, საქართველოს ისევ განვითარების ლიანდაგებზე დავაყენებთ. მჯერა, რომ უკრაინა ჩვენი რეგიონის ზესახელმწიფო იქნება, მაგრამ იმავდროულად საქართველოც იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყანა უკრაინის ფონზე. საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი სწორი განვითარების რელსებზე გადაყვანა ადვილია. საქართველო იქნება სინგაპური, დუბაი, ჰონკონგი - დემოკრატიული შეფერილობით. უკრაინა იქნება ზესახელმწიფო. ის ჩემს სახლად ვთვლი, მაგრამ საქართველოს გადარჩენა ჩემთვის პირველი რიგის საკითხია. ეს არ ნიშნავს, რომ მე კიევში არ ჩავალ. აუცილებლად ჩავალ უკრაინაში, შემდეგ კი თბილისში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics