|
2019-05-04 11:14:36, 1357 ნახვა
პოლიტიკა
ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების - პერევისას, სკინდორის, წინსოფელის, ჭილოვანის, კალაურისა და შუქრუთის მოსახლეობას შეხვდა. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას დეტალურად გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. გივი მოდებაძემ აიღო პასუხისმგებლობა, რომ უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სასმელი წყლის სისტემა და უმოკლეს ვადაში დაიგება ახალი საუბნო გზები. „ჩვენ მივალთ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში, გავიგებთ თითოეული ადამიანის საჭიროებას და ყველა პრობლემას გადავჭრით ძალიან სწრაფად. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და რაც მთავარია, გვაქვს მხარდაჭერა, რომ კიდევ უფრო მაღალი ტემპებით გავაგრძელოთ ჭიათურის განვითარება“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.
(NS)
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)