|
2019-05-03 14:52:52, 1248 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის წყლის მიმართულების მენეჯერს დევიდ მიშოს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის წყლის მიმართულების მენეჯერს დევიდ მიშოს შეხვდა, სადაც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილებაზე ისაუბრა. შეხვედრაზე საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების გზებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელიც წყლებზე მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძლებს განახორციელოს. ასევე აღინიშნა, რომ 8 მაისს ინტერსექტორული შეხვედრა გაიმართება, სადაც განიხილავენ იმ პრიორიტეტული წყალსაცავების მშენებლობის პროექტებს, რომელიც არამხოლოდ საირიგაციო ფუნქციის შემსრულებელი იქნება, არამედ მოემსახურება ქვეყნის ენერგეტიკულ მიზნებსაც. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილე ხატია წილოსანი და სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
(NS)
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)