|
2019-05-02 13:51:46, 1359 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი გახარიას: თქვენ გახადეთ პოლიცია მხარე, რაც კირტკიტაძისა და ენმ-ს პრესამსახურის დაკავებით გამოიხატება
„ბატონო მინისტრო, დღეს თქვენს გამოსვლაში მოგვიწოდეთ, რომ ნუ გახდით პოლიციას მხარესო, შემთხვევით რამე ხომ არ გეშლებათ?! - ამ კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მამაუკა ჩიქოვანმა შიგანგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიას მიმართა, რომელსაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ. როგორც ენმ-ს დეპუტატმა განმარტა, არსებობს კონკრეტული ფაქტები, სადაც პოლიციამ პოლიტიკური მხარე დაიჭირა. თქვენ, თქვენმა ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებებით ხომ არ გახადეთ მხარე პოლიცია?! მე შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე, პირდად თქვენი პატიმარია და სხვა უფრო მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი, მაგრამ თქვენი მხარდამჭერი თავისუფლად დადის. ასევე მინდა შეგახსენოთ, ბოლო პერიოდში ზუგდიდში მომხდარი ფაქტი, „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი იძახებს საპატრულო პოლიციას და განცხადებას აკეთებს, რომ მასზე ხორცილედება თვალთვალი, დევნა და სჭირდება მას დახმარება. ხომ არ გაგახსენოთ ვინ დააკავეს? დააკავეს თავად გიორგი პატარაია. ხომ ვერ მეტყვი ვი არის აქ მხარე?! და ვისი ქმედების გამო გვევლინება პოლიცია მხარედ“, - მიმართა მამუკა ჩიქოვანმა შს მინისტრს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)