04:10 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 18:58:22, 1254 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მსოფლიო ბანკის შეფასების მისია ეწვია

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მსოფლიო ბანკის შეფასების მისია ეწვია.  შეხვედრას საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ივანე ცარციძე მიწის სისტემური რეგისტრაციის  საპილოტო პროექტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე  სამუშაოები განიხილეს. შეფასების მისიის წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასეს.

საუბარი შეეხო ასევე, პროექტის გამოწვევებს, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაგრძელების  პერსპექტივებს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მის ფარგლებში, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე,  სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები.  პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წლიდან დაიწყო და წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებულ პუნქტში ხორციელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics