|
2019-05-01 15:21:34, 1844 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ზურაბიშვილზე - არა ბაზების განლაგება, არამედ ამ ადამიანის მიერ პრეზიდენტის სტატუსის ქონაა პროვოკაცია
"ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას შეფასებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკული ბაზების განლაგების საწინააღმდეგო განცხადებებით „მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“. მისი თქმით, რუსეთისგან თავის დასაცავად, ქვეყანა პირიქით, ბაზების განლაგებისკენ უნდა მიილტვოდეს. "ამ ადამიანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის ქონაა პროვოკაცია. სიტყვები არ მყოფნის ამის აღსაწერად. სამწუხაროდ, ამერიკის სამხედრო ბაზების თუ რომელიმე ჩვენი მოკავშირე თუ ნატოს წევრი ქვეყნის ბაზების განლაგების საკითხი დღეს არ დგას, მაგრამ რომ იდგეს?! ან, დღეს არ დგას, მაგრამ ჩვენ მივილტვით იმისკენ, რომ დაცული ვიყოთ ჩვენი მთავარი საფრთხესგან, რუსეთისგან, რატომ შეიძლება, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყოს?!", - აცხადებს გიგა ბოკერია. დეპუტატის თქმით, ისინი მსგავსი განწყობების შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ უმრავლესობას, რადგან სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებები მსგავს თემაზე გაპრეზიდენტებამდე იყო ცნობილი. "სანამ პრეზიდენტს აირჩევ, მანამდე სწავლობენ ყველგან მის პოზიციებს სხვადასხვა საკითხებზე. ჩვენ ვიცოდით მისი პოზიცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წვრთნების წინააღმდეგი იყო, ამიტომ ვიღებთ ამ შედეგს", - აცხადებს გიგა ბოკერია. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქცისთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ფიქრობს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის აშენებაზე, ასე უპასუხა: „არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)