01:49 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 11:39:34, 952 ნახვა

საზოგადოება
500-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხის განხილვა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ  „სოფლად სახლის“ შესყიდვის თაობაზე, 500-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის განაცხადის განხილვა დაიწყო. 

კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ საცხოვრებელ ფართს შეისყიდის. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

სახლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ სახლი, საქართველოს მასშტაბით,  უკვე 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა და ეს პროცესი გრძელდება.   

 

 

(NS) 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics