|
2019-04-23 18:34:57, 1530 ნახვა
პოლიტიკა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ კონფერენციაზე განიხილეს
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკრაინაში მიწის მმართველობის განვითარების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე: „მიწის მმართველობის გაძლიერება უკრაინის განვითარებისთვის" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი - მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის იურისტი თეიმურაზ გაბრიაძე სპეციალური მიწვევით მონაწილეობდა. იგი პანელურ სესიაზე - „საკადასტრო სისტემის სისრულე" - მოხსენებით „საქართველოში განხორციელებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის ინოვაციური მიდგომებით" წარსდგა და მონაწილეებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობისას დანერგილი სიახლეები, გამოწვევები და მიღწეული წარმატებები გააცნო. თეიმურაზ გაბრიაძემ ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის რეგისტრაციის სისტემაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებაზე, უწყების გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კონფერენცია „მიწის მმართველობის გაძლიერება უკრაინის განვითარებისთვის" მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)