|
2019-04-23 18:33:28, 1177 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებაში კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
23 აპრილს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კამპანიის - „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საზოგადოებისადმი მიმართვას, მიეღოთ მონაწილეობა პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრებაში, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იყო მოძრაობის თეატრი, რომელმაც მიმდინარე წლის 20 მარტს წამოიწყო კამპანია “გაუზიარე წიგნები პატიმრებს“. ასევე გამოეხმაურა მინისტრის მოწოდებას საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორგანიზებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეიძინეს წიგნები და N8 დაწესებულებას გადასცეს. ასევე არასრულწლოვან ბრალდებულებს 30-ზე მეტი წიგნი გაუგზავნეს 15 და 13 წლის ნინი და ლუკა სუბარებმა. კამპანიის "გაუზიარე წიგნები პატიმრებს" ფარგლებში მოძრაობის თეატრის მაყურებლების მიერ შეგროვებული ლიტერატურა N8 პენიტენციურ დაწესებულებას გადაეცა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. წელს 23 აპრილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინიციატივით, აღინიშნება, როგორც წიგნის ჩუქების დღე. მსჯავრდებულებთან შეხვედრას დაესწრნენ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, გიორგი კეკელიძე, მოძრაობის თეატრის, სსიპ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს", იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ასევე „მაცნეს“ სტუდენტური კლუბის წარმომადგენლები. იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე და წიგნის ხელმისაწვდომობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი პროგრამა და სასწავლო კურსია დანერგილი, თუმცა რამდენიმე დაწესებულებაში გამოწვევად რჩება ე.წ. საბჭოური დროის ბიბლიოთეკები მოძველებული წიგნებით. შესაბამისად, ციხეების ბიბლიოთეკების გამდიდრება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შეხვედრის მონაწილეებს გიორგი კეკელიძემ მისი ინიციატივა გააცნო და აღნიშნა, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს წიგნის ჩუქების დღე და სასურველია, რომ ეს ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდეს. გარდა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისა, სტუმრები არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებსაც შეხვდნენ. „მაცნეს“ სტუდენტური კლუბის წარმომადგენლებმა მათ თავიანი საქმიანობა გააცნეს, ხოლო იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა კასრაძემ და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა არასრულწლოვნებს წიგნები გადასცეს.
(NS)
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)