19:21 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 14:54:08, 2014 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან განაცხადა, სსფ-ის მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული, რომ მაღალი მოსალოდნელი ზრდა, სწორედ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად არის მოსალოდნელი.

 „ეკონომიკური რეფორმები ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ეკონომიკურ ზრდაში, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ხარისხობრივ ზრდაზე, მხოლოდ რეფორმების გზითაა შესაძლებელი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანი, ასევე, შეეხო ქვეყნის საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესების ტენდენციას და აღნიშნა, რომ აღნიშნულ რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება საგარეო რისკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის ზრდამ განაპირობა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, კიდევ ერთი თემა, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობაა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ვალი არის დაბალი რისკის მქონე. 

 

(NS)

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics