|
2019-04-23 14:09:45, 1259 ნახვა
საზოგადოება
საპენსიო სისტემიდან გასულ მოქალაქეებს შორის 2 712 საჯარო სექტორში, 433 კი, კერძო სექტორში მუშაობს
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ამ დროისთვის სულ 747 774 ადამიანია გაწევრიანებული, საიდანაც 187 472 საჯარო სექტორში მომუშავეა, 581 439 კერძო სექტორში, ხოლო 11 201 ორივეში. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში სისტემის დატოვება შეუძლიათ (40 წელს ზემოთ ასაკის) 294 852-ს შეადგენს, ხოლო მათი, ვინც სისტემა უკვე დატოვა - 2 915-ს. „სულ უნიკალური გასვლის უფლების მქონე ადამიანი არის 294 852 მონაწილე. აქედან კერძო სექტორში არის 228 006, საჯარო სექტორიდან რჩება 78 047 ადამიანი, ხოლო საჯარო და კერძო სექტორიდან 11 201 ადამიანი. ამ ეტაპზე სულ გასული ადამიანების რაოდენობა გახლავთ 2 915 ადამიანი. ეს 747 774-დან არის დაახლოებით 0.3-0.4%. კერძო სექტორიდან გასული ადამიანების რიცხვი არის 433, ხოლო საჯარო სექტორიდან - 2 712 და საჯარო და კერძოდან, რომლებიც ორივეში მუშაობენ არის 230 ადამიანი. სულ საპენსიო სქემაში ჩართულია 49 535 კერძო კომპანია. ფონდის ღირებულება ამ ეტაპზე არის 145 573 875 ლარი, მათ შორის დარიცხული სარგებელი ამ ეტაპზე არის 784 313 ლარი, ხოლო სულ საპენსიო შენატანები და სარგებელი ერთად არის 174 047 572“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)