|
2019-04-22 14:30:40, 1448 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი სესიაშვილს: ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ
ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ, აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ანგარიშს უსმენენ. სიტყვიერი კამათი ირაკლი სესიაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც კომიტეტის სხდომის დახურვის ინიციატივა გაახმოვანა. „ძალიან უცნაურია ის ტონი, რომლითაც თქვენ დაიწყეთ დღევანდელი სხდომა იმიტომ, რომ გუშინ ჩვენი ქვეყანა იდგა, ძალიან სერიოზული კრიზისი იხილა საზოგადოებამ და დღეს, ჩვენ აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი და ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ. ის კამპანია პიარ კამპანია, რაც დღეს წარმოებს პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, როდესაც მათ აკავშირებენ ისლამურ ფუნდამენტალისტურ მოძრაობასთან სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებები თქვენი ხელისუფლების. აი ძალიან მაინტერესებს, რომ ამაზე პასუხი მოვისმინო საჯაროდ და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე პასუხი მოისმინოს ასევე მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც სამწუხაროდ აი ამ სამარცხვინო კამპანიას აწარმოებენ დღეს, როდესაც უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველა შეკითხვა დაისვას ღია რეჟიმში და შემდეგ მივცეთ დისკრეცია შესაბამისად წარმომადგენელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, განსაზღვროს რომელ შეკითხვას შეუძლია უპასუხოს საჯაროდ და რომელს არა, მისი გადასაწყვეტი იყოს ეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ აქ გასართობად არ ვართ შეკრებილები“, - მიმართა სამადაშვილმა სესიაშვილს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)