21:57 - 15 Jul, 2026
|
2019-04-22 14:08:32, 1979 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილეებმა დაშავებული პოლიციელები მოინახულეს
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ - კახა საბანაძემ და მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად, თელავის სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, მინისტრის მოადგილეები პირადად დარწმუნდნენ, რომ საავადმყოფოში მოთავსებული სამართალდამცველების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ცნობისთვის, სამართალდამცველები იმ დროს დაშავდნენ, როდესაც გუშინ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციას თავს დაესხა და მათ ჯოხები და ქვები დაუშინა. ინციდენტის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.
(NS)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)