|
2019-04-22 11:00:07, 1206 ნახვა
საზოგადოება
იმერეთში „თიბისის“ რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა
თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება. აჭარის შემდეგ თიბისის ბიზნესკლიენტები ამჯერად უკვე იმერეთში შეიკრიბნენ. ღონისძიება წყალტუბოში ჩატარდება და მასში იმერეთის რეგიონში მოქმედი ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა თემით წარდგა: ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, თიბისი ბანკის კორპორატიული მომსახურება რეგიონებში, თანამედროვე ტენდენციები ბიზნესში, კულტურა 3.0, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, „სილავმარკე", IFRS for SME, საგადასახადო სიახლეები და გარემო ბიზნესისთვის, მოტივაცია გაყიდვებში. ამის შემდეგ, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვორქშოპებს დასწრებოდნენ და მათთვის საინტერესო ისეთ საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია, როგორებიცაა: სოციალური მედიის მართვა, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ფინანსები და სხვა. თიბისის ბიზნესფორუმების მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის აქტუალური და საინტერესო ბიზნესსიახლეების გაცნობა და ზოგადად, ქვეყნაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ბიზნესფორუმი აჭარისა და იმერეთის შემდეგ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გაიმართება. თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმების პარტნიორია „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის" (EFSE).
(R)
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)