01:04 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 17:20:13, 1559 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში ორი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

წყნეთში, ორ მისამართზე საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სოხუმისა და გურამიშვილის ქუჩებზე მდებარე კორპუსებს უტარდება.

გურამიშვილის N40-ში მიმდინარე სამუშაოების პირველ ეტაპზე, აგურის კედლების, ბეტონის ფილების, კიბეების, ფანჯრებისა და აივნების დემონტაჟი განხორციელდა. პროექტის თანახმად, უკვე გამაგრდა სახლის საძირკველი, მოეწყო კარკასი აივნებისთვის, სართულშუა გადახურვის განახლება კი უახლოეს დღეებში დასრულდება.

რაც შეეხება სოხუმის N13-ში არსებულ სახლს, ტერიტორიაზე მიწის სამუშაოები ჩატარდა, გამაგრდა საძირკველი, განხორციელდა არმირება და კარ-ფანჯრების მოჩარჩოება. სამუშაოების შემდგომ ეტაპზე, ასევე, იგეგმება ფასადის რეაბილიტაცია.

სოხუმის N13-ში ოთხი, ხოლო გურამიშვილის N40-ში რვა ოჯახი ცხოვრობს. პროექტების შედეგად, მათ განახლებული, გამაგრებული და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო ექნებათ. პროექტის ღირებულება სოხუმის ქუჩაზე, დაახლოებით, 50 000-მდე ლარი, გურამიშვილის ქუჩაზე კი, 65 000-მდე ლარია.

საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანიები -„ბილდინგი“ და შპს „ანი“ აწარმოებენ.

პარალელურად, უახლოეს მომავალში სოხუმის N13-ში ასევე, სახურავის შეკეთება, ხოლო გურამიშვილის N40-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics