|
2019-04-18 13:06:04, 1615 ნახვა
საზოგადოება
ანა ბაგრატიონის ადვოკატი - დავითი ანას დაემუქრა, რომ შვილზე ძალადობის მტკიცებულება აქვს
დავით ბაგრატიონმა ანას ტირილით დაურეკა და სთხოვა, შეეწყვიტა სასამართლო დავა, ასევე დაემუქრა, რომ ანას მიერ შვილზე ძალადობის მტკიცებულება აქვს, რაც ტყუილია, - ამის შესახებ ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, მუქარის მიუხედავად ანა ბაგრატიონი გადაწყვეტილებას არ ცვლის. ის ითხოვს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლით სარგებლობა აეკრძალოს. „პირველი მისი მცდელობა იყო თავის შეცოდების სტრატეგია, ანას დაურეკა ტირილით და სთხოვა, რომ მას შეეწყვიტა ეს დავა, თუმცა დაინახა, რომ ამან არ იმუშავა, ანამ პროცესი განაგრძო. მისი შემდგომი მცდელობა თანხის შემოთავაზება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება და მომხდარიყო დავების დასრულება, მათ შორის შეწყვეტა იმ სისხლის სამართლებრივი პროცესის, რომელიც მიმდინარეობს საგამოძიებოში. მას შემდეგ, რაც ჩვენგან მიიღო პასუხი, რომ მისი პრობლემა ფულზე არ იყიდებოდა და თანხის გადახდით ამ პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებდა, დაინახა, რომ ვერც ამ მეთოდით გახდა ფონს, ბოლოს შემოგვითვალა მუქარა. მას აქვს ვითომ რაღაც მტკიცებულება ანას მიერ პატარა გიორგიზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც არის ტყუილი“, - განაცხადა ადვოკტმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)