|
2019-04-18 12:46:09, 1576 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიზანი იყო არა კარგი კანონპროექტის მიღება, არამედ პროცესის ბლოკირება
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აშკარად გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვენეციის კომისიის ყველა სამართლებრივი რეკომენდაცია ავსახეთ ჩვენს პროექტში, ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო არა კარგი კანონპროექტის მომზადება და მიღება, არამედ პროცესის ბლოკირება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია რაღაც პროცედურული საკითხებით ცდილობს პროცესის დაბლოკვას. „ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს კანონპროექტის განხილვას. ეს იყო პოლიტიკური ტესტი, რამაც ამ პროცესში ოპოზიციის რეალური მიზანი გამოაჩინა, ამიტომ ითხოვდნენ, ვადების გადადებასა და იყენებდნენ რეგლამენტს", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, ომბუდსმენთან შეთანხმება იყო, რომ კანონპროექტის კენჭისყრამდე დეპუტატებს მისთვის მოესმინათ და ეს პირობა დაცულია.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)