|
2019-04-17 16:21:04, 1768 ნახვა
პოლიტიკა
„მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის“ - ბესელია კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის აგროვებს ირაკლი კობახიძის მიერ ჩადენილი დარღვევის ყველა ფაქტს. "ვინ არის კობახიძე რომ არ ვისარგებლო მე, როგორც დეპუტატმა. გავაფრთხილე, რომ კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას კონსტიტუცია და რეგლამენტი. ეს გაფრთხილება მივეცი. ჩვენი უფროსი კი არ არის, ის სხდომის წამყვანია. როცა პროცედურებს არღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. ვაგროვებ ყველა მის დარღვევას. მე აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც ის საფრთხის შემცველია პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, თორემ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებ - იმპიჩმენტის წესით. ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე გონს მოეგოს. მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)