|
2019-04-17 12:55:03, 1591 ნახვა
საზოგადოება
კუს ტბისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე ტყის აღდგენისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობის ღონისძიებები იგეგმება
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, კუს ტბისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე ტყის აღდგენისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობის ღონისძიებები იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განსახორციელებლად, GIZ-თან თანამშრომლობის მემორანდუმი უახლოეს დღეებში გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალურად მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ პროექტი დედაქალაქის ლანდშაფტის ახალი სივრცეების ათვისების შესაძლებლობას შექმნის. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. ჩვენ უკვე დავასრულეთ ტყის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც, გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. ამ ინვენტარიზაციისა და შესაბამისი სატყეო კვლევების საფუძველზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ გრანტი გამოყო. რამდენიმე დღეში გაფორმდება მემორანდუმი და წლის ბოლომდე დაახლოებით, 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან დააკავშირებს. ბილიკის გარშემო მოეწყობა საკემპინგე და დასასვენებელი ზონები, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე, გადმოსახედები, რაც ტურისტულად მიმზიდველი იქნება. როგორც დედაქალაქის სტუმრებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ, ქალაქში ისეთ სივრცეებს გაეცნონ, სადაც ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ამასთან, 20 ჰა ფართობზე განხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
(NS)
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)