|
2019-04-17 12:12:43, 1509 ნახვა
საზოგადოება
კიკვიძის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიამ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება დეგრადირებული სივრცეები, მოეწყობა საბავშვო, სავარჯიშო, სპორტული და ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები, ამფითეატრი, ღია საგამოფენო პავილიონი, ველობილიკი, ახალი შადრევანი და სამაგიდე თამაშების პავილიონები. „თბილისის მერიამ დაიწყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის სრული რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, სრულად რეაბილიტირდება პარკის მთელი ტერიტორია, რომელიც შვიდ ჰექტარზე მეტი ფართობისაა. რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება დეგრადირებული სივრცეები, მოეწყობა საბავშვო, სავარჯიშო, სპორტული და ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები. ასევე, ამფითეატრი, ღია საგამოფენო პავილიონი, ველობილიკი, ახალი შადრევანი და სამაგიდე თამაშების პავილიონები. სამუშაოები უკვე ათი დღეა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ არსებული დიზაინით შენარჩუნდება და სრულად რეაბილიტირდება პარკის შესასვლელი კოლონები და ცენტრალური ბილიკი. სამუშაოების დასრულება ნოემბერში იგეგმება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, უკვე არსებული პარკების რეაბილიტაციის პარალელურად, იგეგმება ახალი საქალაქო პარკების მშენებლობაც. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სკვერების რეაბილიტაცია, ახალი სკვერების მოწყობა და გამწვანების სამუშაოები. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავსი პროექტებით ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება შესაძლებელი გახდება. „დღეს ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს სურვილი, უქმეებზე თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, მწვანე სივრცეში გავიდეს, მაგრამ ასეთი ადგილები არ გვაქვს. რაც გვაქვს და ისტორიულად მოგვყვება, ისიც მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, ამ ყველაფერის მოწესრიგება ამ კულტურასაც დააბრუნებს და გარემოსაც გავაუმჯობესებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)