23:23 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 13:06:39, 1848 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: მივესალმები ტაქსის მძღოლების დამოკიდებულებას, რომ პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან

 „ტაქსის მძღოლების განცხადება მეც მოვისმინე და მივესალმები მათ დამოკიდებულებას, რომ ემიჯნებიან პოლიტიკურ პარტიებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, თბილისის მერიასთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.

 „ტაქსის მძღოლების განცხადება მეც მოვისმინე და მივესალმები მათ დამოკიდებულებას, რომ ემიჯნებიან პოლიტიკურ პარტიებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია. ერთი შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ, არის ის, რომ თეთრი ფირის გადაკვრის შესაძლებლობას ვაძლევთ. ასევე, რეფორმა აუცილებლად განხორციელდება, რეფორმის გადადება ვერ მოხდება, ეს შეუძლებელია. მძღოლებს ეს ავუხსენით. მათი მოთხოვნა ასევე არის მარჯვენასაჭიანი მანქანები დაშვებული იყოს „ბე“ კატეგორიაში. ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში ამასთან დაკავშირებითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა შეიძლება ამ ადამიანებს შევთავაზოთ, რომ შეძლონ ავტომობილების ჩანაცვლება და ისე გააგრძელონ მუშაობა“,  – განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics