|
2015-06-25 11:01:36, 439 ნახვა
პოლიტიკა
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, შესაძლოა ფასიანი გახდეს
აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს „ქორთიარდ მარიოტში“ განუცხადა, სადაც აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროგრამის განხილვის მიზნით, საქართველოს მთავრობისა და დონორთა შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, მაგისტრალი ფასიანი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ალტერნატიული გზები იქნება. „ეს გზა მნიშვნელოვნად შეამოკლებს მანძილს ხაშურსა და ზესტაფონს შორის. განიხილება ასევე სხვა ვარიანტი, რომ გზა შეიძება იყოს ფასიანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული გზები იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვარიანტი არ განიხილება. ამ საკითხზე დღეს ვისაუბრებთ. დაახლოებით,მილიარდი-მილიარდ ასი მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისთვის, რომ უახლოეს ხანში საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილი ერთმანეთს ჩქაროსნული ავტომაგისტრალით შეუერთდეს“, – აღნიშნა ხადურმა. ამასთან, როგორც რეგიონული განვითრებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, დღევდანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ჰენრი კერალი დაადასტურებს, რამდენად მომგებიანი იქნება ამ ავტომაგისტრალში ინვესტიციის ჩადება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)