|
2019-04-15 18:46:48, 1367 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და ოლენა სუკმანოვამ იუსტიციის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მიხეილ სარჯველაძემ სტუმარს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში გატარებულ რეფორმებს, რომლებმაც საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დემოკრატიის ხარისხი და ქვეყანას არაერთი წარმატება მოუტანა საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში. ოლენა სუკმანოვა საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, რომელიც ევროკავშირის პროექტის - „EU4Justice“ ორგანიზებით დღეს, 15 აპრილს გაიხსნა. კონფერენციის თემა აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებია. უკრაინული დელეგაცია ერთ-ერთია იმ 15 ქვეყნის დელეგაციას შორის, რომელიც საქართველოს გამოცდილებას ეცნობა მართლმსაჯულების სფეროს წარმატებული რეფორმირების კუთხით. კონფერენცია ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)