|
2019-04-15 11:55:09, 1398 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოში, რაც არის სტანდარტი
ოპონენტები უხეშ შეფასებებს აკეთებენ და დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება მიხედვა სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოში, რაც არის სტანდარტი „ძალიან უხეში შეფასებები კეთდება ჩვენი ოპონენტების მიერ და ძალიან დიდი დეზინფორმაცია მოდის საზოგადოებაში. ეს როგორმე უნდა გამოსწორდეს და ვფიქრობ დღევანდელი კომიტეტი ამას კარგ სამსახურს გაუწევს. კომიტეტი რეგლამენტის მიხედვით დღეს იმართება, პარასკევს იქნება მეორედ მოსმენა და ამ პერიოდში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნები. რასაკვირველია, ეს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინო ეს სამუშაო პროცესია. რეკომენდაციებიც უნდა ჯდებოდეს იმ ჩარჩოში, რაც არის სტანდარტი და არ უნდა გამოდიოდეს იმ ფორმატიდან, რომელსაც ჰქვია სამართლებრივი შეფასებები და სამართლებრივი რეგულაციები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)