|
2019-04-13 17:51:12, 1557 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი - „ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით და არა ნაციონალური რევანშით
„ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით და არა ნაციონალური რევანშით, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „დაიცავი საქართველოს“ შეკრების შემდეგ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა თანამშრომლობას „დაიცავი საქართველოსთან“ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „შენების მოძრაობა“ ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. „20-ზე მეტი პოლიტიკური ძალა ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. იქ არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ნატო-ს კურსში ეჭვის შემპარველი ხალხიც და ბევრი სხვა, მაგრამ გვაერთიანებს ის, რომ პროპორციულ არჩევნებს ვითხოვთ ყველას. თუ ამ პოლიტიკურ პროცესს შემოუერთდება ახალი სუბიექტი, ის თავად განსაზღვრავს თავის პოზიციონირებას და თავის ადგილს. საქართველოს სჭირდება დაცვა ივანიშვილის და სააკაშვილის დამანგრეველი ურთიერთქიშპობის და ამ მოჯადოვებული წრისგან. „შენების მოძრაობამ“ ორი წლის წინ გამოაცხადა, რომ „ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაცმოძრაობით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)