|
2019-04-13 15:22:26, 1728 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - შესაძლოა „დაიცავი საქართველოსგან“ შედგეს ერთობა, ვისაც ქვეყანაში უკეთესი მომავალი სურს
არ გამოვრიცხავ, იმ ადამიანებისგან შედგეს ახალი პოლიტიკური ერთობა, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს უკეთესი მომავალი, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ მოძრაობის „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დაწყებამდე განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს შეიკრიბა სწორედ ის საზოგადოება, რომელიც შეწუხებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით. „შესაძლოა, ეს მოძრაობა პარტიად არ გადაკეთდეს, მაგრამ ახალი პოლიტიკური ძალა იშვას იმ ადამიანების მონაწილეობით, ვისთვისაც ეს ღირებულებები დღესაც ისევე აქტუალური, მნიშვნელოვანია. ეს არის შემდეგი პროცესი, ამას არ გამოვრიცხავდი, მაგრამ არა ის, რომ „დაიცავი საქართველო“ გახდეს პარტია, არამედ იმ ადამიანების მონაწილეობით შედგეს ახალი პოლიტიკური ერთობა, ვისაც მიაჩნია, რომ უნდა იყოს ქვეყანაში უკეთესი მომავალი. დღეს აქ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომლებიც მოსამართლეების შერჩევას შეეხება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)