|
2019-04-13 15:01:43, 1892 ნახვა
პოლიტიკა
ფილარმონიაში მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ შეხვედრა მიმდინარეობს
ფილარმონიაში მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ შეხვედრა მიმდინარეობს. მოძრაობის შეხვედრას საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები ესწრებიან. მათ შორის, ფილარმონიაში მმართველი გუნდის ყოფილი წევრები, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი მივიდნენ. შეხვედრაზე იმყოფება საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, რომელმაც პარასკევს „ქართული ოცნება“ ვატო შაქარიშვილთან ერთად დატოვა. როგორც „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებელმა, დავით მაღრაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას არ აპირებს და მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობის ფარგლებში დარჩება. „შანსი ალბათ არსებობს, მაგრამ მე პირადად მაქვს გამოცხადებული შეკრება საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს” იდეის ქვეშ. მე ვრჩები საზოგადოებრივ მოძრაობაში. არ ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას, საპარლამენტოს და პარტიულს და ისე, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ მოძრაობასაც აქვს გავლენა ცხოვრებაზეც და პოლიტიკაზეც“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)