|
2019-04-12 15:43:32, 1871 ნახვა
პოლიტიკა
სანდრა რულოვსი ენმ-ის წევრების დაკავებაზე: ვერავინ შეგვაჩერებს - გაუჭირდებათ პროვოკაციის მოწყობა
გაერთიანებული ოპოზიციიის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი ზუგდიდში უშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც სანდრა რულოვსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მანუჩარ ჩხეტია ყოველგვარი სანქციის გარეშე უნდა გათავისუფლდეს. „ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი ზუგდიდელი აქტვისტი მანუჩარ ჩხეტია ყველანარი სანქციის იქნეს განთავისუფლებული. მე უკვე ორი კვირაა ზუგდიდში ვარ, ვატარებ მშვიდობიან შეხვედრებს მოსახლეობასთან და დაგვდევს გადაცმული პოლიციელები, პროვოკატორებს ეძახიან. მერე გამოჩნდებიან შეხვედრებზე პროვოკაციებზე მოდიან და გვიშლიან ხელს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს არის დაუშვებელი, სანდრა რუსლოვსი საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდებს თვალი ადევნონ პროცესს. „ვერავინ არ შემაჩერებს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას, როგორც არის დაგეგმილი. ძალიან გაუჭირდებათ მათ პროვოკაციის გაკეთება. იმიტომ რომ თვითონ ხალხი ძალიან განერვიულებულია ასეთ მიდგომაზე, მერე მოსყიდვაც იქნება, ძალადობაც მოსალოდნელია. და ვთხოვ ყველას, საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ ამ პროცესს რომ ამ პროცესს ძალიან კარგად გადახედონ“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)