|
2019-04-12 15:31:00, 1698 ნახვა
პოლიტიკა
ჟვანია ენმ-ს წევრების დაკავებაზე: ინციდენტი საარჩევნო- საკამპანიო ღონისძიებაზე არ მომხდარა
„ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება“ - ამ სიტყვებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ზუგდიდში ენმ-ს წევრების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. თამარ ჟვანიას გაცხადებით, ინციდენტი შესაძლოა, არჩევნებს არ უკავშირდებოდეს. „კამპანია დიდი ხანია, დაწყებულია და კარგი ამბავია, რომ ჯერჯერობით საარჩევნო ადმინისტრაციაში არცერთი საჩივარი და დავა არ ყოფილა ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ეს არ ყოფილა საარჩევნო საღონისძიებო, საარჩევნო საკამპანიო ღონისძიებაზე მომხდარი ინციდენტი. ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება, რომელიც პირდაპირ შეიძლება არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდა, მაგრამ მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, როგორც დღეს მოვედით მშვიდად და აქამდე არანაირი დავა და პრობლემა არ გვქონია, ყოველგვარი ძალადობისგან შორს, ისე ჩავატაროთ არჩევნები“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მოგვიანებით, გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს. მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე დაკავებულია.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)