|
2019-04-12 11:10:20, 1536 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის ინვესტორებთან შესახვედრად მზად ვართ
„მზად ვართ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შესახვედრად, შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ინვესტორებთან შეხვედრა აუცილებელია და მთავრობა ამისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ უკეთ შევძლოთ მოლაპარაკება, მათ შორის იმაზე, როგორ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს. აპრილში გაიმართება შეხვედრა, როგორც კი დაინიშნება თარიღი. რაც შეეხება მათი მოთხოვნების გათვალისწინებას, მოლაპარაკების შედეგად შევძლებთ გარკვევას, რომელი მოთხოვნა იქნება მისაღები. ხელშეკრულება ემსახურებოდა მოლაპარაკებებში დახმარებას, ხელშეწყობას და იმ ცვლილებების მომზადებას, რომელიც სწორედ ასეთი მოლაპარაკების შედეგად ფორმირდება. ეს არის რჩევები ბანკების მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. აპრილის შეხვედრაშიც „ვაით ენდ ქეისი“ მიიღებს მონაწილეობას და ცვლილებებსაც ერთად შევაფასებთ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)