|
2019-04-10 15:44:25, 1491 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - მინდა ვუთხრა ოს და აფხაზ მოქალაქეებს მომავალი, რომელიც გვესახება, თქვენთან ერთად მოიაზრება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან მინდა ვუთხრა ოს და აფხაზ მოქალაქეებს - ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება - თქვენთან ერთად მოიაზრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ მშვიდობიანი გადაჭრის იმედი აქვს. „კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გადაჭრის გვწამს. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რომელიც კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ერთობლივი წარმატება მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც იძულებით ადგილნაცვალი პირები შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, ხალხთა შორის ხიდები სრულად აღდგება, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უზრუნველყოფილი იქნება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. დღეს ამ სცენიდან მინდა ვუთხრა ჩვენს ოს და აფხაზ მოქალაქეებს - ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა! ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება - თქვენთან ერთად მოიაზრება - მშვიდობითა და კეთილდღეობით გაერთიანებულ საქართველოში“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)