21:07 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 13:03:31, 1371 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივიდა.

პატრიარქმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ილია მეორესთან ერთად მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, დილის ოთხ საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა დაარბიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics