|
2019-04-09 11:23:46, 1332 ნახვა
საზოგადოება
„ნაგავი სანაგვეზე უნდა იყოს“ - რუსთავის ეპარქიაში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
რუსთავის ეპარქია სასულიერო პირების დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, როგორ კამათობენ სასულიერო პირები, თუმცა საკამათო თემის არსი გაუგებარია. ვიდეოს დასაწყისშივე ისმის რეპლიკები ბერი გაბრიელის სიმთვრალის შესახებ: „შენ ნასვამიც ხარ არა?!“, „მთვრალია ეს, მთვრალი“ , “ნასვამია ეგა, გაუშვი“. კამათის პროცესში, როგორც ვიდეოდან ირკვევა, ეპისკოპოსი, ბერ გაბრიელს შემდეგი ფრაზებით მიმართავს: „ვინა ხარ, შენი ნათქვამი რომ გავითვალისწინო?“, „ეპარქიაში მე მაქვს უფლება ბრძანებისა, შენ აქ არაფერი არა ხარ“, „ნაგავი სანაგვეზე უნდა იყოს, თუ ნაგავი ხარ, წადი სანაგვეზე“. თავის მხრივ, ბერი გაბრიელი ეპისკოპოსს ეუბნება, რომ მას „პატივს არ სცემს“, რაც იქ მყოფების გაღიზიანებას იწვევს და ვიდეოს დასასრულს, ბერი ოთახიდან ძალით გაჰყავთ. „ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი“, - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)