|
2019-04-08 19:36:22, 1347 ნახვა
საზოგადოება
ვლადიმერ კონსტანტინიდი - ლიბიაში ქართველი მეზღვაურების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების - მანუჩარ კეკელიძისა და რაულ ტაკიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც მან საგარეო უწყებაში მეზღვაურების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ისინი ძირითადი პირობებით უზრუნველყოფილნი არიან. „შედგა შეხვედრა, გავცვალეთ ინფორმაციები. ოჯახის წევრებს მივაწოდეთ ინფორმაცია საკითხის მიმდინარეობაზე, კონკრეტულად რას აკეთებს სამინისტრო, როგორ მუშაობს საკონსულო, რა სახით არიან ჩართული სხვა უწყებები, მათ შორის საზღვაო ადმინისტრაცია. მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ძირითადი პირობებით უზრუნველყოფილნი არიან, საკვები, წყალი, ცხოვრობენ სასტუმროში, იღებენ ანაზღაურებას, ჰყავთ ადვოკატი. მშობლებმა და ოჯახის წევრებმა გვთხოვეს რამდენიმე საკითხის დაზუსტება, ის ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდეს არ არის საჯარო ფორმატის ინფორმაცია, მაგრამ ამ ინფორმაციას აუცილებლად გამოვიყენებთ. საქართველოს მოქალაქეების გარდა იქ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებიან. გამოძიება მიმდინარეობს და ამ ადამიანების ადგილზე ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იკითხებიან როგორც მოწმეები. ეკიპაჟის წევრებს ადგილზე იცავენ თურქი და ლიბიელი ადვოკატები და საგარეო უწყება მათთან მუდმივ კომუნიკაციაშია“, - აღნიშნა კონსტანტინიდმა. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი მეზღვაურის მამამ, ფრიდონ ტაკიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება დახმარებას დაჰპირდა. „ჩემი, როგორც მეზღვაურის მშობლის მოთხოვნა იყო ქალაქ ტრიპოლში გამოძიების პროცესის დაჩქარება. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა ნამდვილად იყო პროდუქტიული. დახმარებას დაგვპირდნენ, უსართხოება, ყოველდღიური კომუნიკაზია. ჩემს შვილს და მის მეგობარს, ეკიპაჟის წევრებს პრობლემა არ ჰქონიათ საკვების, ყველაფერი ქონდათ. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ყურადღება და დახმარება გვჭირდება, მივიღეთ დაპირებები, უსართხოების და გამოძიების დასრულების. შევთანხმდით ყოველდღიურ კომუნიკაციაზე, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრაც გაიმართება“, - განაცხადა მეზღვაურის მამამ. შეგახსენებთ, დღეს მეზღვაურების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ლიბიაში, გემზე დავით რაზმაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება ჭიანურდება და ამის გამო, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკლიძე 2 თვეა ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ. დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მუშაობდა, სადაც ასევე მუშაობდნენ მანუჩარ კეკელიძე და რაულ ტაკიძე. 7 იანვარს გემი ლიბიის ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როდესაც ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა. მისი ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. დავით რაზმაძე სამშობლოში 5 მარტს ჩამოასვენეს.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)