|
2019-04-08 13:25:58, 2095 ნახვა
სამართალი
იუსტიციის მინისტრმა ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ შეფერდის ექსტრადიციის ბრძანება გამოსცა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ სებასტიან შეფერდის ექსტრადიციის ბრძანება გამოსცა. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, 2019 წლის 8 აპრილს გამოცემულ იქნა ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიისგაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯეკ სებასტიან შეფერდის (Jack SebastianShepherd/Sheperd/Sheppard; დაბ. 17 აგვისტო 1987 წელი) ექსტრადიციის თაობაზე. ექსტრადიციის შესახებ ბრძანება ეფუძნება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 26 მარტის განჩინებას ჯ. შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, რომელიც ჯ. შეფერდის მიერ საქართელოს უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრებულა. ექსტრადიციის შესახებ ბრძანება ასევე უთითებს, რომ საქმის მასალებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ანალიზის შედეგად, იუსტიციის მინისტრმა დაადგინა, რომ ჯ. შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციის შემთხვევაში, საფრთხე არ ექმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას, მათ შორის, არ იკვეთება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-6 ანდა მე-8 მუხლების დარღვევის რისკი. ექსტრადიციის შესახებ ბრძანება აღსასრულებლად გადაეცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომელსაც დაევალა ჯ. შეფერდის გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლებისათვის გადაცემა კანონით დადგენილი წესითა და ორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობის შედეგად დადგენილ ვადაში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
(NS)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)