|
2019-04-06 15:31:28, 1804 ნახვა
კომენტარი
კალაძე - სამეგრელოს წინსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა, იმიტომ რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშნელოვანი რეფორმების განხორციელების მიუხედავად, სოციალური პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს და მათი გადაჭრისთვის ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. „ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები თქვენთან ერთად, სამეგრელოს ამ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში. მე ამ რეგიონთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, ნახევრად მეგრელი ვარ, რადგან დედა მეგრელი მყავს. ბატონმა პრემიერმა ბევრი ისაუბრა, რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი მომდევნო თვეების განმავლობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა, იმიტომ რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან და ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, ჩვენი რეგიონები. წინსვლა გარდაუვალია. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთად დგომა, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი ყველაფერი. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი პროექტი და მნიშნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ჯერ კიდევ არსებობს სოციალური პრობლემები. ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს, უნდა განვითარდეს რეგიონები, ქალაქები, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ ოჯახებში, საკუთარ თავზე და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით“, - განაცხადა კახა კალაძემ. სიტყვით გამოსვლისას მან ზუგდიდის მერობის კანდიდატზეც ისაუბრა და გეგა შენგელიას წარმატებები უსურვა. „როგორც იცით, მოახლოვდა შუალედური არჩევნები და პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" კანდიდატად წარადგინა ზუგდიდში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი გიორგი (გეგა) შენგელია, რომელიც უსაზღვროდაა შეყვარებული თავის ქალაქზე. მინდა, წარმატებები ვუსურვო გეგას, რომელიც უპატიოსნესი ადამიანია და ჰყავს ძალიან ლამაზი ოჯახი. როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა, მას ერთი რჩევა მივცე: პირველ რიგში, უნდა გაითვისწინოს ზუგდიდელების აზრი. ასე შეიძლება მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ზუგდიდს აწუხებს. მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე, წინსვლაზე ფიქრი, იმ პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. ყველაფერი შესაძლებელია ამ ერთსულოვნებით, როდესაც ზურგს გიმაგრებს ადამიანების უზარმაზარი არმია, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები, რომელთან გული შესტკივა თავის ქალაქზე, თავის სოფელზე, უბანზე, რაიონზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ კონსოლიდაციას და გავაერთიანებთ სრულიად სამეგრელოს, მთელ ზუგდიდს, რათა მივაღწიოთ გამარჯვებას და ეს არ იქნება პარტია "ქართული ოცნების" ან გეგა შენგელიას გამარჯვება. ეს იქნება ამ რეგიონის და ქალაქის გამარჯვება. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, დავდგეთ ერთად და ვიზრუნოთ რეგიონზე, ზუგდიდზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ სულისკვეთებით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)