20:20 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 10:16:17, 1207 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიაში სკოლის მოსწავლეებს თბილისის ტრანსპორტის პრიორიტეტები გააცნეს

თბილისის მერიაში ქუთაისელი უფროსკლასელებისთვის 2019-2021 წლებში თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებთან შეხვედრა დედაქალაქის მერიისა და ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თანამშრომლობის საფუძველზე შედგა, რომლის მიზანია მოზარდებისთვის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების გაცნობა. 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისის მერიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამედროვე სტანდარტების  შესაბამისად განვითარება და მგზავრის ინტერესებზე მორგება. უახლოეს მომავალში მერია უკვე შეძენილ 90 ერთეულ „ევრო 6“ სტანდარტის ავტობუსს მიიღებს და ამავდროულად გამოცხადებულია ტენდერი 220 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე. გარდა იმისა, რომ ყველა ყვითელი ავტობუსი ახლებით ჩანაცვლდება, გათვალისწინებულია ავტობუსების პარკის მნიშვნელოვნად გაზრდა. ამავდროულად, თბილისის მეტროპოლიტენს კიდევ დაემატება ახალი შემადგენლობები. 

რამდენიმე თვეში, მერია ფრანგული კომპანია „სისტრასგან“ თბილისის ახალ სამარშრუტო სქემასაც მიიღებს, რომლის საფუძველზე მოხდება ავტობუსების, მეტროპოლიტენისა და მიკროავტობუსების ერთმანეთთან სინქრონიზაცია. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics