19:31 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 16:10:16, 1188 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ზღვის უბნის მეოთხე მიკრორაიონში მეწყესაშიშ ზონაში მდებარე კორპუსების პრობლემის მოგვარებას იწყებს

თბილისის მერია ზღვის უბნის მეოთხე მიკრორაიონში მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე სამი 16-სართულიანი კორპუსის პრობლემის მოგვარებას იწყებს. დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, აღნიშნული კორპუსების მოსახლეობას შეხვდა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსები მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს.

„ეს კონკრეტული ადგილი მეწყერსაშიში ზონაა. გენგეგმაშიც მითითებულია, რომ ჩარევაა აუცილებელი. შესაბამისად, უკვე გაიცა დავალება, რომ ხვალიდან, ჩვენი სამსახურებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება. სასწრაფო ჩარევაა საჭირო, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. როგორც იცით, აქვე მდებარე შეშელიძის ქუჩაზეც ბევრი სავაჭრო ობიექტია განთავსებული და აქ დასაქმებულთა უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია. გადაუდებლად, ხვალიდანვე დავიწყებთ სამუშაოებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, გალაქტიონ ბუაძის განცხადებით, დაიწყება აუცილებელი გეოლოგიური და ტოპოგრაფიული  კვლევები, რომელთა დასკვნის საფუძველზეც ჩატარდება სატრენაჟო და საექსკავაციო სამუშაოები.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანისა და ნაძალადევის რაიონების გამგებლები - ბექა მიქაუტაძე და ირაკლი ხელაძე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics