19:31 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 12:14:12, 1152 ნახვა

საზოგადოება
„ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-6 ანგარიშის შემუშავების ხელშეწყობის“ ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო რუმსში “პროექტის “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მე-6 ეროვნული ანგარიშის შემუშავების ხელშეწყობის” ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

საქართველო ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას 1994 წელს შეუერთდა. სწორედ, კონვენციის 26-ე მუხლი ავადებულებს მხარეებს განსაზღვრული პერიოდულობით, მოამზადოს, ქვეყანაში კონვენციის დანერგვის მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები.

შეხვედრა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გახსნა,  მიზნად ისახავდა ანგარიშის მომზადების პროცესების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ინფორმირებას შემდგომი თანამშრომლობისთვის.

პროექტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს. ის მიზანად ისახავს  მაღალი ხარისხის, მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებს, ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესასრულებლად, ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების აიჩი  მიზნების  (Aichi Biodiversity Targets) მიღწევის ანგარიშგებას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics