02:46 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 16:07:50, 1441 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის უწყება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მაქსიმუმს აკეთებს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში, მოხსენებით წარსდგა დეპუტატების წინაშე, სადაც თავდაცის უწყების მიერ განხოციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა განაცხადა, თავდაცვის უწყება, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების გზაზე: „ჩვენ ვართ ჩართული ყველა სტრატეგიულ დიალოგში. ღირსეულად ვასრულებთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ფარგლებში, ასევე დღის წესრიგით განსაზღვრულ ვალდებულებებს. ჩვენ 2 კვირის წინ გვყავდა უმაღლესი დონის სტუმარი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციას, მათ შორის, ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების საქმეში. ეს პირველ რიგში არის ჩვენი, მათ შორის სამხედრო კონტრიბუცია, როგორც ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვართ ერთი ოცეულით წარმოდგენილი, ასევე მალიში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დასახულ გეგმებზეც ისაუბრა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველომ, როგორც ევროკავშირის პარტნიორმა ქვეყანამ, შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრული სხვადასხვა სტრუქტურული თანამშრომლობის ინიციატივის ფარგლებში.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics