|
2019-04-03 13:37:52, 1382 ნახვა
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტი უფასო რეკლამა ვაშაძემ, ყველაზე მეტი ფასიანი კი, ზურაბიშვილმა განათავსა
საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა, ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი, სალომე ზურაბიშვილმა,- ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზშია ნათქვამი. ანალიზის თანახმად, ორივე ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი ღირებულების კერძოდ, 9,752,702 ლარის, უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა, შემდეგია დავით ბაქრაძე – 5,032,654 ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამით, კახა კუკავამ - 3,768,919 ლარის, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 2,647,891 ლარის მიახლოებითი ღირებულების რეკლამა განათავსეს. რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, ორი ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა - 4,967,848 ლარი, გრიგოლ ვაშაძემ - 2,383,708 ლარის, ხოლო დავით ბაქრაძემ - 600,555 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსეს. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ ჯამში დაახლოებით – 38 მილიონი ლარი შეადგინა. „2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი 75,262,955 მილიონი ლარი იყო. 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პირველ და მეორე ტურში სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის მიახლოებითი სატელევიზიო ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ - 8 მილიონი ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)