10:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 15:41:10, 1436 ნახვა

კომენტარი
კალაძე საჯარო ბაღებში გამოვლენილ დარღვევებზე - ჩვენი მხრიდან ყოველთვის განხორციელდება შესაბამისი რეაგირება და ქმედებები

თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო ბაღებში გამოვლენილ დარღვევებს ეხმაურება. 

მისი თქმით, საბავშვო ბაღებში და არა მარტო ბაღებში არაჯანსაღი პროდუქტები არ უნდა შევიდეს და ეს ეს საკითხი გასაკონტროლებელია. 

„როდესაც დარღვევები ვლინდება, ჩვენი მხრიდან ყოველთვის განხორციელდება შესაბამისი რეაგირება და ქმედებები. შემთხვევით არ არის, რომ შემოწმებები გრძელდება და რა თქმა უნდაჩვენ მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ ყველანაირადუნდა ვიყოთ დაცულები. არა მხოლოდ საბავშო ბაღებში, არამედ ზოგადად უნდა გავაკონტროლოთ, რომ არაჯანსაღი პროდუქტებით მომარაგება არ მოხდეს. რაც შეეხება ჯარიმებს, ყველა ზომა კანონის შესაბამისად იქნება განხორციელებული“, - განაცხადა კახი კალაძემ.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგების თანახმად ირკვევა, რომ კომპანია შ.პ.ს. ნილს ბავშვებთან შეჰქონდა არა რძის ნაწარმი, როგორც ამას კონტრაქტი ავალდებულებდა, არამედ მისი შემცვლელი პროდუქტი, რაც რიგ შემთხვევაში მცენარეულ ცხიმებზე იყო დამზადებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics