|
2019-04-01 10:55:04, 1614 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია!
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსახიობი და შოუმენი, ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ყოფილმა პრეზიდენეტმა უკრანიაში არსებულ ყველა დემოკრატიულ ძალას, ზელენსკის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია, ყველა დემოკრატიულ ძალას მოვუწოდებ, ყოველგვარი პირობების წამოყენების გარეშე მას მხარი დაუჭირონ. ახლა პოროშენკოსა და მისი გარემოცვის დამარცხების შესანიშნავი შანსია. ჩემი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ ფალსიფიცირების წინააღმდეგ იბრძოლებს და ასევე იბრძოლებს იმისათვის, რომ ზელენსკიმ გაიმაჯვოს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, 31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ექზითბოლების შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში მსახიობი და შოუმენი ვვლადიმერ ზელენკი და ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავაია, რომ ხმების ნაწილი უკვე დათვლილია და მისი მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)