01:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 02:05:15, 4261 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში ეგზიტპოლების მიხედვით მეორე ტურში ზელენსკი და პოროშენკო გადავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტის გამოსავლენად არტჩევნების მე-2 ტური გახდება საჭირო და, მეორე, პირველ ადგილზე ყველა ეგზიტპოლებით ვლადიმერ ზელენსკი გადის.

"ეგზიტპოლები ბევრია, გამარჯვებული ერთი" - ასეთ კომენტარს აკეთებს ვლადიმერ ზელენსკი და ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ხოლო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 17.8 პროცენტი. მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოა 14.2 პროცენტით.

საარჩევნო უბნები უკრაინაში ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც 39 კანდიდატია დარეგისტრირებული. პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენქვეყნის ტერიტორიაზე 199 საარჩევნო ოლქია. სულ 29 888 საარჩევნო უბანი მოქმედებს, საზღვარგარეთ კი 101 საარჩევნო უბანში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი.

საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ, შოუმენმა ვლადიმერ ზელენსკიმ, გაერთიანების „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე იური ბოიკომ, „სამოქალაქო ოპოზიციის“ ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ, რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ და სხვებმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics