|
2019-03-31 23:26:55, 4310 ნახვა
სპორტი
"დიდი წვეულება გვიახლოვდება" - მაკგრეგორი ბრუნდება!
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ წინ კონორ მაკგრეგორმა, UFC-ის ქომაგები შოკში ჩააგდო. ირლანდიელმა მებრძოლმა კარიერის დასრულების შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა: „მოგესალმებით, მინდა მოკლე განცხადება გავაკეთო. გადავწყვიტე დღეს შერეული ორთაბრძოლებიდან წავიდე". „მსურს ჩემს კოლეგებს სამომავლო შეჯიბრებებში წარმატება ვუსურვო. ახლა ყოფილ პარტნიორებს შევუერთდები, რომლებმაც კარიერა დაასრულეს“. ამის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ კონორი მალე აზრს შეიცვლიდა და როგორც ჩანს ეს ასეც ხდება. მაკგრეგორმა უკვე დაბრუნებაზე ლაპარაკი დაიწყო. ირლანდიელი უკან დაბრუნებას არ გამორიცხავს. კონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს, თუმცა იქამდე თავისი პირობები აქვს. მას სურს, რომ ჟოზე ალდოს წინააღმდეგ ნოკაუტი მე-13 წამის ნაცვლად მე-12 წამზე ჩაუთვალონ. "ჟოზესთან გასამარჯვებლად 12 წამი დამჭირდა. ცვლილებას მოვითხოვ. თუ კარგად დააკვირდებით ყველაფერი ნათელია. ნებისმიერი მოლაპარაკება ამ მოთხოვნით დაიწყება". - განაცხადა კონორმა. კონორმა ხაბიბისთვისაც მოიცალა და დაღესტნელ მებრძოლს შეუტია.
"როცა შენ ჩემს წინააღმდეგ იბრძოდი და შენი ფული მიიღე, ამ დროს შენს ძმებს ძარცვავდნენ და თვალებს ულურჯებდნენ პატარა ვირთხავ! დიდი წვეულება გვიახლოვდება".
მაკგრეგორმა ბოლოს ჩვეულ სტილში დაასრულა. კონორმა ბრძოლაში ჰოლივუდის მსახიობი მარკ უოლბერგი გამოიწვია. როგორც მოგეხსენებათ, 3 წლის წინ მაკგრეგორი უოლბერგის წილის შეძენას ცდილობდა, თუმცა ამ დრომდე მან ეს ვერ მოახერხა, რაც ცოტა გაუგებარია. "გადავწყვტე, რომ ჰოლივუდის მსახიობი მარკ ვოლბერგი გამოვიწვიო ვიბრძოლოთ მთელი შენი აქციებისთვის!"
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)